თბილისი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭომ, რომელიც ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა პირველი სხდომა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ადვოკატთა ასოციაციის სამომავლო გეგმები, მოისმინეს კოლეგების მოსაზრებები ასოციაციის განვითარების შესახებ და აღინიშნა, რომ ასოციაციის განვითარება და პროფესიული წინსვლა წარმოადგენს მთავრ სტრატეგიულ მიზანს.
სხდომაზე აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის გადანაწილდა საქმიანობის სფეროები და კომპეტენციები. აღმასრულებელი საბჭო კოლეგიალურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას, რომელიც შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან თერთმეტს ირჩევს ადვოკატთა საერთო კრება 4 წლის ვადით. ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში