en
ge

გენდერული თანასწორობა

აჭარა. 22 დეკემბერს ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გენდერული თანასწორობის თემაზე, ბათუმის პრესკაფეში, თანატოლთა ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ცენტრის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები, სულ 40 მონაწილე. თანატოლთა ტრენინგი დაგეგმეს და განახორციელეს გენდერის თემატური სკოლის მონაწილეებმა. ტრენინგის დროს ჩატარდა სხვადასხვა სავარჯიშოები, გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და პრეზენტაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სქესსა და გენდერს შორის განსხვავება, გენდერული თანასწორობა, ფემინიზმი, გენდერული თანასწორობა საქართველოს ისტორიაში, გენდერული სტერეოტიპები, საკანონმდებლო ბაზა, დღევანდელი მდგომარეობა მსოფლიოში და საქართველოში, გენდერული უთანასწორობის განმაპირობებელი ფაქტორები და საზოგადოების როლი. აქტივობა განხორციელდა პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI), რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ბათუმში პარტნიორი ორგანიზაციაა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" (IJH).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)