კახეთი. ,,თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის" მოხალისე ახლგაზრდებმა, თელავის მედია კაფეში, საქველმოქმედო საღამო გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სტუდენტები. ღონისძიება ეძღვნებოდა ახმეტის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს.
საქველმოქმედო ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორის მარიამ მეგრელიშვილის თქმით, ორგანიზაციამ რამდენიმე ღონისძიება უკვე გამართა და პროექტიდან შემოსული თანხით დაგეგმილია მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარებისთვის საწოლების შეძენა.