ქვემო ქართლი. 24 დეკემბერს ქალთა #5 დაწესებულებაში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინიციატივით მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებული ქალბატონების მიერ შესრულებული ნამუშევრები.
ცენტრმა „აფხაზეთმა" #5 დაწესებულებაში უზრუნველყო 100 ქალბატონის პროფესიული სწავლება სხვადასხვა სპეციალობებში: ხატწერა, ქარგვა, მინანქარი, ხეზე ჭრა, თიხაზე მუშაობა, ცეკვა, აქსესი. ღონისძიებაზე პროფესიული სწავლების კურსდამთავრებულ ქალბატონებს სერტიფიკატები გადაეცათ.
გამოფენა მოეწყო მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სასჯელაღსრულების 5 დაწესებულებაში ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში