შიდა ქართლი. ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ" სოფლების წითელუბნის და ხურვალეთის, ასევე ხურვალეთის დევნილთა ჩასახლების ბავშვებს სპექტაკლით მიულოცა ახალი წელი. სპექტაკლი „წელიწადის ოთხი დრო" ჩრდილების სახელმწიფო თეატრმა „ბუდრუგანა-გაგრამ" 25 დეკემბერს გორის თეატრში გამართა. სპექტაკლის შემდეგ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები - წიგნები, ტკბილეული და სათამაშოები დაურიგდათ.
ფონდთან ერთად ღონისძიებას ორგანიზება გორში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოება „ბილიკმა" გაუწია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ეწევა საქმიანობას შიდა ქართლში და მისი მიზანი ბავშვების განათლებასა და განვითარებაზე ზრუნვაა.
წყარო: osgf.ge