თბილისი. 26 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. „სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების დაცვის სფეროში" - მიზანი იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დაცვის მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.
პროექტი განხორციელდა ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ADRA”-სთან თანამშრომლობით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში