თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) USAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" (G3) ფარგლებში საჯარო უწყებებისთვის ინფორაციის თავისუფლების გზამკვლევი გამოსცა.
გზამკვლევში დეტალურად არის განმარტებული თუ რას გულისხმობს საჯარო ინფორმაცია, რა ვალდებულებები აქვთ საჯარო დაწესებულებებს, რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება შეზღუდონ და რა ვადები უნდა დაიცვან ინფორმაციის გაცემისას.
გზამკვლევში ცალკე თავი ეძღვნება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას, სადაც აღნიშნულია თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს იმ შემთხვევაშიც როდესაც მას კონკრეტული პირი არ ითხოვს. ასევე განმარტებულია თუ რა ერთიანი სტანდარტი უნდა არსებობდეს ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნებისას იმისათვის, რომ მოქალაქეს მარტივად შეეძლოს ინფორმაციის მიღება.
გზამკვლევი საჯარო უწყებებს უახლოეს პერიოდში დაურიგდებათ.
წყარო:media.ge