თბილისი. 7 სექტემბერს, გაეროს აივ/შიდსის ერთიანი პროგრამისა და საინფორმაციო-სამედიცინო ცენრტის „თანადგომის" ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის თემა იყო: „აივ ინფექცია, მასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია და პრევენციის ახალი საჭიროებები ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებთან მიმართებაში". შეხვედრაზე წარადგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული სტიგმასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, ასევე შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეიმუშავებს გზამკვლევს.
მოხსენებების და პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია სტრატეგიული გეგმის განხორციელების მიმდინარეობისა და 2014-2016 წლების ციკლის სავარაუდო პერსპექტივების შესახებ.
წყარო: tanadgomaweb.ge