en
ge

„პირველი ნაბიჯის“ შინ მოვლის პროგრამის ბაზების განახლება დაიწყო

თბილისი. ორგანიზაცია „პირველმა ნაბიჯმა", შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში დაიწყო სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდების მონაცემთა ბაზის განახლება, მათთვის საჭირო მომსახურების მიწოდების მიზნით.
2007 წლიდან „პირველი ნაბიჯი საქართველო" ახორციელებს შინ მომსახურების პროგრამას თბილისში, რომლის მიზანია ურზუნველყოს ბავშვის მოვლა ოჯახებში, ოჯახის გაძლიერება, ბავშვის და ოჯახის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, დამოუკიდებლობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, სოციალური გარემოს მოწყობა, საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ბავშვებს და მათ ოჯახებს ემსახურება მულტიდისციპლინური გუნდი 5 სპეციალისტის შემადგენლობით.
დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ტელ: 2 603 604 მობ: 568 27 37 38. მისამართი: ლუბლიანას 21ბ.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023