თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თათული ჭუბაბრიას ბლოგპოსტი - „თანასწორი შესაძლობლების ხელშეწყობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით" - გამოაქვეყნა. „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ინიცირებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო იღებს ვალდებულებას, სამიდან რვა წლამდე პერიოდში, გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები დასაქმების, სოციალური და თანაწორი შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დასაქმების პოლიტიკის განვითარებას; ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას სამუშაო ადგილზე; იზრუნოს სოციალურ დიალოგზე, დახმარებაზე, ინკლუზიაზე; გენდერულ თანასწორობასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე; ასევე, ბიზნესებს შორის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე, რითიც ხელს შეუწყობს სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, სიღარიბის შემცირებას, სოციალური კეთილდღეობის ზრდას, მდგრად განვითარებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: emc.org.ge