აჭარა. 16 იანვარს, ახალგაზრდულმა ორგანიზაცია - „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის", ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ადგილობრივ შშმ პირებს, მათ მშობლებს და სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი შშმ პირების მიმართ არასწორად გამოყენებული ტერმინების განმარტება და მათთვის მართებული ტერმინების შესახებ მასალების მიწოდება იყო. ასევე, შშმ პირთა გააქტიურების მიზნით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საკუთარი გამოცდილება გაუზირა დამსწრეებს და მოუწოდა გააქტიურებისკენ. შეხვედრის ფარგლებში სიმულაციური თამაშების მეშვეობით შშმ პირებმა და მათმა მშობლებმა ისაუბრეს საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის შემაფერხებელ ფაქტორებზე და პრობლემის მოგვარების სამომავლო გეგმების შეიმუშავება დაიწყეს.