თბილისი. 4-5 სექტემბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის შეხვედრა. კომიტეტმა საქართველოს 11 რეგიონში დაგეგმა საშემოდგომო რეგიონული ღონისძიებები, რომლებივ ითვალისწინებს მრგვალი მაგიდებისა და ღია გაკვეთილების მოწყობას. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ფორუმის შემდგომი განვითარების საკითხებზე.
სექტემბრის თვეში ფორუმის ეგიდით 6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს თერთმეტივე რეგიონში გაიმართება მრგვალი მაგიდები, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო განათლებაში მოსწავლეთა შეფასების ძირითადი პრინციპებისა და მიდგომების წარდგენას. შეხვედრებზე ასევე განიხილავენ სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა საგნობრივი სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს.
ფორუმის აქტივობები ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
წყარო: ctc.org.ge