თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან არსებული „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი" აცხადებს სტუდენტთა მიღებას.
შერჩეული სტუდენტები ექვსი თვის განმავლობაში მოისმენენ საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებთან, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებზე, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე და არგუმენტირებულად დაასაბუთბენ საკუთარ პოზიციას, გარდა ამისა მოამზადებენ ტოქ შოუ „ლიბ თაიმს" და შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს, რაც განთავსდება ცენტრის ბლოგზე
კანდიდატი უნდა იყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ან ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი.
წყარო: liberalizmi.wordpress.com