თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული რამდენად მიზანშეწონილია მესტიის მუნიციპალიტეტში ხუდონჰესის პროექტის განხორციელება, „ახალგაზრდა ადვოკატების" სამართლის ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, შეისწავლოს პროექტის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.
ორგანზიაცია საკითხზე: „ხუდონჰესის პროექტის სამართლებრივი ანალიზი" კვლევის შედეგებს 2014 წლის აპრილში გამოაქვეყნებს. კვლევის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია პროექტის სამართლებრივი დასაბუთებისა და მიდგომების შესახებ.
წყარო: www.barristers.ge