en
ge

გამჭვირვალობის განმარტებები

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ სოციალურ ქსელში საპარლამენტო მონიტორინგის ვებ-გვერდთან დაკავშირებით განმარტებები გაავრცელა. „რამდენიმე მედიასაშუალებამ, ჩვენს საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდ chemiparlamenti.ge-ზე დაყრდნობით, დეპუტატების დასწრების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მედიასაშუალებები დეპუტატების მიერ პლენარული სხდომების დიდი რაოდებობით ან 100%-ით გაცდენაზე მიუთითებდნენ. გვსურს, განვმარტოთ, რომ chemiparlamenti.ge უკავშირდება რამდენიმე ოფიციალურ მონაცემთა ბაზას. ამჟამად ვებგვერდზე ინფორმაციის ავტომატური განახლება მიმდინარეობს, რამაც, როგორც აღმოჩნდა, ტექნიკური პრობლემა და ვებგვერდიდან ინფორმაციის ნაწილის წაშლა გამოიწვია. ამ დროისათვის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაცემები წაშლილია იმ დეპუტატების შემთხვევაში, ვისაც 100%-იანი გაცდენა დაუფიქსირდა (მალხაზ წერეთელი, შალვა კიკნაველიძე, გოგი ოჩიაური და გოდერძი ბუკია). ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ვებგვერდი ამჟამად დროებით გათიშულია. ვწუხვართ შექმნილი გაუგებრობის გამო. ახლო მომავალში ჩვენს ვებგვერდზე ინფორმაცია სრულად განახლდება და chemiparlamenti.ge გამართული სახით დაუბრუნდება მომხმარებელს", ნათვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)