en
ge

Media.Ge-მ თბილისის მერიას სასამართლო პროცესი მოუგო

თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლომ Media.Ge-ს სარჩელი  დააკმაყოფილა. თბილისის მერიამ უნდა დააკმაყოფილოს გამოცემის მოთხოვნა და მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია 2003 წლიდან განცხადების ჩაბარების მომენტამდე - ტელევიზიებსა და რადიოებში გადარიცხული თანხების შესახებ. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერია ვალდებულია აანაზღაუროს გამოცემის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. თბილისის მერიას საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება - გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ჩაბარებოდან 14 დღის ვადაში შეუძლია.
Media.Ge-ს რედაქტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისს მიმართა. ამ დავის პირველი, მოსამზადაბელი სასამართლო სხდომა 18 ნოემბერს გაიმართა. ერთ-ერთ სხდომაზე სასამართლომ მერია დაავალდებულა სხდომაზე წარედგინა დადასტურებული სახით - ინახებოდა თუ არა მათ უწყებაში გამოცემის მიერ მოთხოვილი ინფორმაცია. იმის გამო, რომ მერიამ ვერ მოახარეხა მსგავსი ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდება პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. 
წყარო:media.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)