en
ge

„ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის შეფასება საქართველოში“

თბილისი. 21 იანვარს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა კვლეუვის ანგარიშის – „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ინფორმირებულობის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ძირითადი ტენდენციები 2009–2013 წლებში" – პრეზენტაცია.
გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში ასახულია ევროკავშირის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება 2013 წლისათვის და ბოლო ოთხი წლის ძირითადი ტენდენციები ამ კუთხით.
აღნიშნული კვლევა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით, CRRC საქართველომ, პირველად 2009 წელს, ხოლო განმეორებით, 2011 წელს, ჩაატარა. კვლევის მესამე ტალღა 2013 წელს ჩატარდა და წინა ორი ტალღისგან განსხვავებით, ასევე შეისწავლა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ცოდნა და დამოკიდებულება. შესაბამისად, ბოლო კვლევა გვიჩვენებს მთავარ განსხვავებებს ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებისა და ეთნიკური უმრავლესობის პრიორიტეტებსა და განწყობებს შორის.
ანგარიში (ინგლისური)
წყარო: epfound.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)