თბილისი. უნივერსიტეტების მხარდამჭერი საგრანტო პროექტის ფარგლებში „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა" სამი გამარჯვებული უნივერსიტეტი გამოავლინა.
გორის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გრანტი ხუთთვიანი პროექტისათვის მიიღო, რომლის მიზანია სტუდენტების ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევის უნარების განვითარება შესაბამისი ტრენინგ-კურსის საშუალებით და ამ კურსის ინტეგრირება საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების და სხვა მონათესავე კურსების კურიკულუმთან; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მიიღო დაფინანსება ექვსთვიანი პროექტისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკული პოლიტიკის კურსის შექმნას ენერგორესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის კურსის პროგრამის განსავითარებლად და საქართველოში ფსიქიკური ჯანდაცვის თემაზე ერთდღიანი კონფერენციის ორგანიზებისათვის დაფინანსდა.
უმაღლესი სასწავლებლების მხარდამჭერი გრანტები გაიცემა საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტისათვის, რათა დახმარება გაუწიოს მათ იმ სასწავლო პროგრამების ხარისხის დახვეწაში, რომელიც საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირებას ეხება
წყარო: ewmi-gpac.org