აჭარა. 23 იანვარს, ბათუმში, „ვარდების ბაღში" ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით უკრაინის მხადასაჭერი აქცია გაიმართა. სამოქალაქო სექტორმა, სტუდენტებმა და აქტიურმა მოქალაქეებმა, უკრაინაში არსებული ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს, ასევე დაგმეს უკრაინის მთავრობის პოზიცია და მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მოუწდეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, სისხლის ღვრაში გადაზრდილი მშვიდობიანი აქცია ქვეყნის იმიჯს საერთაშირისო ასპარეზეზე სერიოზულ ზიანს მიაყენებს და აუცილებელია ხელისუფლებამ, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ეს გაიაზრონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.