en
ge

ეროვნული პლატფორმის განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით. გამოვხატავთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დაღუპულ მოქალაქეთა გამო.
ბოლო ორი თვის მანძილზე უკრაინის ხელისუფლება უგულებელყოფდა ხალხის სამართლიან და მშვიდობიან მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მიიღო სამოქალაქო უფლებების შემზღუდავი დრაკონული კანონები, რითიც მოახდინა დემონსტრანტების პროვოცირება და ხელი შეუწყო საყოველთაო დაძაბულობის ესკალაციას", ნათქვამია 22 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: osgf.ge




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)