en
ge

„სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ განცხადება

სამეგრელო. „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი და საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარდგნენ მათ წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით. ...სამეგრელო-ზემო სვანეთის არც-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს 2013 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში საზოგადოებისათვის ჯერ არ წარუდგენია". ორგანიზაცია მოუწოდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს დაიცვან კანონის მოთხოვნა, უახლოეს მომავალში გააცნონ საზოგადოებას 2013 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტის 2014 წლის გეგმები. 
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023