en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ანგარიშს აქვეყნებს

თბილისი. 12 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ახალი ანგარიში  „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი" წარადგინა. ანგარიში აფასებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს.  ანგარიში ოთხი თავისგან შედგება. პირველ თავში სახელმწიფოს სამართლებრივი რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენებაზეა საუბარი, მეორე თავი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებს მიმოიხილავს, მესამე თავი სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენებას შეეხება, ხოლო მეოთხე თავი ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებს გააანალიზებს. 
„წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი"  პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში" ფარგლებში მომზადდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნოდ კიდევ ორ კვლევას გამოაქვეყნებს.
ანგარიში  „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი" 
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)