იმერეთი. 27 იანვარს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა სემინარს: „სტიგმა და სტერეოტიპები ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით". სემინარს მოწვეული ტრენერი, ფსიქოლოგი ირაკლი ჯულაყიძე უძღვებოდა და მას ცენტრის 32 წევრი დაესწრო. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია თუ რა არის ყველაზე კარგი გზა ინტეგრაციისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს აზროვნების შეცვლა ეთნიკურ უმცირესობებში და ეთნიკურ ქართველებში, როგორ უნდა ვებრძოლოთ სტიგმას და სტერეოტიპებს ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში.
სესიის მიმდინარეობისას განიხილეს საკითხები: ეროვნული უმცირესობათა დაცვის (ჩარჩო) კონვენციის 30- ე მუხლი, თვითმყოფადობის დაცვა, განათლების რეფორმა და ეროვნული უმცირესობები, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია და სასაზღვრო პრობლემები, მედია საშუალებები და ეროვნული უმცირესობები, ეროვნული უმცირესობები და რელიგია, სამოქალაქო საზოგადოება და რელიგია.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში