თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" საკითხზე - „პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნეს ინტერესები" - განხორციელებული მონიტორინგის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. „ახალგაზრდა ადვოკატები განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, მიღებული შედეგების თვალსაზრისით, საჭიროდ მიიჩნევენ დაცული იქნეს კანონის მოთხოვნები, მათ შორის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი. ამ მიმართულებით, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს მოკვლევა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში