თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეკომენდაციები გაავრცელეს. დოკუმენტი მოიცავს საკითხებს: არჩევნების დღის პროცედურების გამარტივება, საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობის ოპტიმიზაცია, საარჩევნო ადმინისტრაციის უკეთ მომზადებისათვის აუცილებელი ნაბიჯები, აგიტაციის შეზღუდვა არჩევნების დღეს, პოლიტიკურ პარტიების დაფინანსება, მედია და არჩევნები, გენდერული თანასწორობა. დეკომენდაციები, რომელსაც ხელს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს გაეგზავნა გასახილველად.
წყარო: eedc.org.ge