სამეგრელო. 30 იანვარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა და ორგანიზაციის ზუგდიდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მოაწერეს. მემორანდუმის ხელმომწერთა მიზანია სტუდენტების დახმარება ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებასა და თვითრეალიზებაში; სტუდენტების სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლება და გამოცდილების გაზიარება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ სემინარებსა და ტრენინგებში; ასევე, ჩაერთონ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სასამართლო მონიტორინგის პროგრამაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში