en
ge

თელავის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა

კახეთი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისმა, ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და თელაველებისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობა, განხილვა.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა, მარეხ მგალობლიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის ცვლილებები, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეიტანა 2014 წლის ბიუჯეტში:
,,ვისაუბრეთ ბიუჯეტში შესულ და უკვე დამტკიცებულ ცვლილებეზე, რომელიც თელაველებისთვის მნიშვნელოვანია. გავაკეთე ბიუჯეტის ზოგადი მიმოხილვა, დამსწრე საზოგადოებას გავაცანი ის ცვლილებები, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეიტანა 2014 წლის ბიუჯეტში. აგრეთვე განხილეთ ის რეკომენდაციები, რომლებიც საზოგადოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს თვითმმართველობას. ასევე, გავაანალიზეთ ის ცვლილებები, რომელიც შეიტანეს საზოგადოების წევრთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით. შეხვედრის ბოლოს გავმართეთ დისკუსიაც".
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური სამსახურისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საინიციატივო ჯფუფების წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)