17 სექტემბერს, 17:30 საათზე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: „საარჩევნო გამოწვევები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის: ტესტი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ეფექტიანობის გასაზომად".
მომხსენებლები:
• გიორგი კანდელაკი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (თბილისი, საქართველო)
• ვიოლა ფონ კრამონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუდესტაგის წევრი, ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები" (ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)
• თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავმჯდომარე (თბილისი, საქართველო)
მოდარატორი: ქეთევან ციხელაშვილი, აღმოსავლეთის პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, კოორდინატორი (თბილისი, საქართველო)
მისამართი: თბილისი. ზოვრეთის ქ. 38 , ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო
ინგლისურ-ქართული სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია.
დასწრება თავისუფალია
ინფორმაცია წარსული დისკუსიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებ-გვერდზე: www.boell.ge