თბილისი. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) საქართველოს ოფისმა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა ერთობლივად დააწესეს გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია, რომელიც ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღმავებაში შეტანილი წვლილისათვის ყოველწლიურად გადაეცემა ქართველ კულტურის მოღვაწეებს. პრიზს ყოველწლიურად გასცემს 5 კაციანი დამოუკიდებელი ჟიური სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) რეგიონული ოფისისა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის ხელმძღვანელობით.
2014 წელს ამ ჯილდოს ლაურეატი გახდა ქართველი ისტორიკოსი, გერმანისტი, პუბლიცისტი, მსახიობი და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე.
დაჯილდოვება გაიმართება 14 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში
წყარო: გოეთეს ინსტიტუტი