en
ge

„თანატოლთა განათლება ტრეფიკინგის პრევენციისათვის“

შიდა ქართლი. 7 სექტემბერს  საზოგადოება „ბილიკში" შიდა ქართლი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი – „თანატოლთა განათლება ტრეფიკინგის პრევენციისათვის". ტრენინგი ჩაატარეს  გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და გორის მე-12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა, რომელთაც 17-22 აგვისტოს მონაწილეობა მიიღეს  საზაფხულო ბანაკში „ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისათვის" (მიგრაციის საერთაშორიო ორგანიზაცია. ბანაკიდან დაბრუნების შემდგომ კი დაიგეგმა ტრენინგების ჩატარება თანატოლთა განათლების მიზნით.
ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: რა არის ტრეფიკინგი, ნიშნები,  ფორმები და სახეები, ტრენფიკინგი და პრევენციის მექანიზმები, ტრეფიკინგი საქართველოში და მისი სტატისტიკა, ტრენინგზე მოეწყო ტრეფიკინგის თემაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და დისკუსია ფილმის ირგვლივ.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს შორის გაიმართა იმიტირებული პროცესი – სასამართლოს სიმულაცია, მოეწყო საქმის განხილვა და სამართლებრივი ანალიზი. კლუბებს გადაეცათ სამუშაოდ მოსწავლის წიგნი – „ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი" და დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები.
ტრენინგს ესწრებოდა 30 მოზარდი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)