აჭარა. 31 იანვარს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2014 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს, ქალაქ ბათუმის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები..
შეხვედრაზე განხილებს 2014 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა და მუზეუმების მშენებლობა-რეაბილიტაცია. შეხვედრის მიზანი სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება და გამჭვირვალობა იყო.