თბილისი. საერთო - სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს" ოფისში ეროვნულ უმცირესობის ლიდერთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას 20 სათვისტომოს პირველი პირები და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დაესწრნენ. პარლამენტის დეპუტატმა ეროვნულ უმცირესობათა ლიდერებს პარლამენტში მისი საქმიანობა და სამუშაო გეგმა გააცნო.
საუბარი შეეხო თვითმმართველობის რეფორმას და ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობას რეგიონებში, კერძოთ ქვემო ქართლში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში