თბილისი. 3 თებერვალს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა დასკვნითი კონფერენცია გამართა. იგი გაიმართა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოსა" და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სისტემური ცვლილებების ხელშეწყობა მარტოხელა დედებისთვის სოციალური და სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად" – ფარგლებში. მას ესწრებოდნენ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეხება „მარტოხელა დედის" სამართლებრივი სტატუსს საქართველოს კანონმდებლობაში, აგრეთვე მსგავსი კატეგორიის პირვებისათვის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნას.
წყარო: ქსელის გვერდი სოციალურ ქსელში