თბილისი. 4 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის" პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის შესახებ მედიას ინფორმაცია, მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მიაწოდა. ექსპრემიერს ერთ–ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნია ხელისუფლების დაქირავებისა და კონტროლის საკითხი: „ჩვენ უნდა ვისწავლო როგორ ვიქირავოთ ხელისუფლება და ვინ... და როგორ ავირჩიოთ..." დამფუძნებლის თქმით, „მოქალაქის" ძირითადი დანიშნულება იქნება საზოგადოებას დაეხმაროს ხელისუფლების დაქირავების უნარ–ჩვევების გაზრდაში. ამ მიმართულებით, მისივე თქმით, მედიას უდიდესი როლი ეკისრება, შესაბამისად, „მოქალაქის" ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება იქნება მედია პროექტები – ჟურნალისტებისთვის ტრენინგები, ანალიტიკოსების მომზადება, მედიაკვლევები. მეორე მიმართულება, რომელზეც ორგანიზაცია იმუშავებს ეკონომიკის საკითხები იქნება. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ფონდ „ქართუს" მეშვეობით სიმბოლურად დააფინანსდება რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაცია, დასაქმებული თანამშრომლების შემოსავლის ძირითადი წყარო მათი პროფესიონალიზმი და საქმიანობა იქნება. მათი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს გარკვეული გაერთიანების ჩამოყალიბებას.
ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალქე" 2014 წლის 23 იანვარს დააფუძნა, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია გიორგი საბანაძე.