en
ge

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა

თბილისი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებების დაცვის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ისაუბრა კომისიის მიმართულებებზე და პრიორიტეტებზე, კომისიის მნიშვნელობაზე ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის კუთხით.
სხდომაზე გაიმართა მსჯელობა სამომავლო გეგმებზე და ღონისძიებებზე. პირველ ეტაპზე, კომისიის შიგნით შეიქმნა ორი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის  საერთაშორისო პრაქტიკას ადვოკატის ინსტიტუციური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე და მოამზადებს რეკომენდაციებს ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად და მეორე ჯგუფი მოამზადებს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად ადვოკატის  პროფესიული საქმიანობისათვის ხელისშეშლა გახდება დასჯადი. ორივე ჯგუფს დაევალა ერთი თვის ვადაში მომზადონ ცვლილებების პაკეტი, რომელიც აღმასრულებელ საბჭოს განსახილველად წარედგინება.
წყარო:gba.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)