en
ge

გამჭვირვალობა, საია და სამართლიანი არჩევნები ინტერფრაქციული ჯგუფის შესახებ

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" განცხადება გაავრცელეს. „მივიჩნევთ, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მმართველი ძალის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას, სამწუხაროა, რომ ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის პრიორიტეტი არ ყოფილა თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფდა სამართლიანი და თანასწორი არჩევნების ჩატარებას.
მოქმედი საარჩევნო სისტემა მრავალი წელია არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების კრიტიკის ობიექტია",
ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)