„ფრიდომ ჰაუსმა” ყოველწლიური ანგარიში - „თავისუფლება მსოფლიოში 2014 წელს" - გამოაქვეყნა. დოკუმენტი იკვლევს სიტუაციას მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით და ასახავს 2013 წელს განვითარებულ მოვლენებს. თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას ენიჭება სტატუსი „თავისუფალი", „ნაწილობრივ თავისუფალი" ან „არა თავისუფალი" პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით 1–დან 7–მდე შკალაზე, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.
ანგარიშის თანახმად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება შეინიშნება, თუმცა ის მაინც „ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყნებს შორის რჩება.
წყარო:humanrights.ge