თბილისი. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი საქართველოში ევროპის საბჭოს ორწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყების მიზნით 6 თებერვალს თბილისს სტუმრობს.
სამოქმედო გეგმა, რომლის მთლიანი ბიუჯეტიც 17 მილიონ ევროს შეადგენს და 34 პროექტს მოიცავს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; პენიტენციალური სისტემა და პოლიციის რეფორმა; კარგი მმართველობა; არჩევნები; მედიის და გამოხატვის თავისუფლება; ადგილობრივი დემოკრატია; ნდობის აღდგენის მექანიზმები; შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა.
ამ პროექტებს ევროპის საბჭო საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, სახალხო დამცველის ოფისთან და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით განახორციელებს.
წყარო: civil.ge