თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა კონფესიების დაფინანსების შესახებ განცხადება გაავრცელა. „ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სეკულარობის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპების დაცვისა და გადაწყვეტილების მიღებაში დემოკრატიული ჩართულობის აუცილებლობიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების „დახურულ რეჟიმში" მიღება. ამავდროულად, მოუწოდებს მას, რომ დაიწყოს კონსულტაციები რელიგიურ გაერთიანებების ფართო სპექტრთან, სახალხო დამცველთან და რელიგიის თავისუფლების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხოლო კონსულტაციების შედეგად (ა) საჭიროების შემთხვევაში, გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და (ბ) საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავოს რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის სტრატეგია", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: tdigeorgia.wordpress.com