en
ge

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ

თბილისი. 12 სექტემბერს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერთა მონაწილეობით. შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის ეთნიკური უმცირესობების პრობლემების გაცნობა და ამ პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზების განხილვა.
დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად დედაქალაქში ჩამოვიდნენ ლიდერები ქალები ქვემო ქართლისა და კახეთიდან. ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეჩენი ქალები. პოლიტიკური პარტიებს კი შეხვედრაზე წარმოადგენდნენ ჩიორა თაქთაქიშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, მანანა კობახიძე - პოლიტიკური კოალიციიდან ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება”, მაგდა ანიკაშვილი- ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან, გიორგი ლორთქიფანიძე - ახალი მემარჯვენეებიდან და ლეილა გაფრინდაშვილი - ლეიბორისტული პარტიიდან. 
შეხვედრისას  წამოიწია ისეთმა საკითხებმა, როგორიცაა დასაქმება, ჯანდაცვა, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია, ქალთა პოლიტიკაში მონაწილება და ა.შ. 
შეხვედრის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ პოლიტიკურ პარტიებს მიეწოდებათ შეხვედრის მონაწილეთა  რეკომენდაციები და მოსაზრებები 
შეხვედრა პროექტის – „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ხმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში" – ფარგლებში. 
სრულად
წყარო: ginsc.net

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)