en
ge

IDFI -მ ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2014 წლის 11 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ენერგეტიკის სამინისტროს. საჩივრის საფუძველს საჯარო ინფორმაციის არასრულყოფილი სახით მიღება წარმოადგენს. ორგანიზაცია „მიიჩნევს, რომ სამინისტროს პასუხი არ არის კლასიფიცირებული, სრულყოფილი და ზუსტი, რადგან წარმოადგენს მხოლოდ ჯამურ მონაცემებს. ინფორმაცია, რომელიც ინსტიტუტის მიერ იქნა მოთხოვნილი არ შეიცავს სზაკ-ით გათვალისწინებულ საიდუმლო ან პერსონალურ მონაცემებს, საჯაროა და ექვემდებარება გაცემას. ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ სახეზეა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ურუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა და ითხოვს სამინისტროსგან, ინფორმაციის გაცემას მოთხოვნის შესაბამისად", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე.
სრულად
წყარო: www.opendata.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)