en
ge

ევროკავშირის კინოფესტივალის ფილმები ბათუმში

აჭარა. 7-16 თებევალს ბათუმი ევროკავშირის კინოფესტივალის ფილმების ჩვენებას მასპინძლობს. ფესტივალზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებული ფილმებია წარმოდგენილი.
საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით მნიშვნელოვანი ევროპული ფილმების ჩვენებები მოეწყობა ბათუმის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებში: თბილისი, გორი, ქუთაისი და ზუგდიდი. ფესტივალზე წარმოდგენილი მხატვრული ფილმები კრეატიული გზით გამოხატავს ძირითად ევროპულ ფასეულობებს.
ბათუმში კინოჩვენებები გაიმართება ყოველ დღე 7–დან 16 თებერვლამდე, კინოთეატრ „აპოლოში". კინოსეანსი დაიწყება 18.00 სთ-ზე. ევროკავშირის ფილმების ფესტივალი ორგანიზებულია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023