კახეთი. თელავის მედია კაფეში რატი ამიაღლობელმა სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებსა და წიგნის მოყვარულებს ლიტერატურული პროექტი „ჩემი წიგნი" წარუდგინა.
„ახალი პროექტი საუკეთესო წიგნების მარათონია. მარათონი, რომელიც თავიდან წაგაკითხებთ ყველა თქვენ საყვარელ წიგნს. მარათონი, რომელშიც ახალ ლიტერატურას აღმოაჩენთ. მარათონი, რომელშიც თქვენ აირჩევთ ერთს, რომელზეც იტყვით: - ეს ჩემი წიგნია! თუმცა დაუსრულებლად შეიძლება კამათი თუ რომელია საუკეთესო ნაწარმოები. ყველა ფიქრობს, რომ მისი საყვარელი წიგნი საუკეთესოა", აღნიშნა შეხვედრაზე რატი ამაღლობელმა.
პროექტი BBC-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.