en
ge

„დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა“ ბათუმში

აჭარა. 15 თებერვალს, არასამთავროო ორგანიზაციამ „ბორჯღალმა" ახალი პროექტი - „დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა" დაიწყო. პირველი სემინარი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორმა და პოლიტოლოგმა ბაქარ ბერეკაშვილიმა ჩაატარა, რომლის
თემა იყო: „დემოკრატია - მისი კლასიკური და თანამედროვე აღქმა". მან ისაუბრა თუ საიდან მოდის დემოკრატიის ცნება და როგორია მისი ისტორიული განვითარების დინამიკა.
16 თებერვალს კი სკოლის 22 მოსწავლეს კობა კუპრაშვილიმა, დემოკრატიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ კავშირზე ესაუბრა. „დემოკრატიის მთხრობელთა სკოლა" შეიქმნა პროექტის „დემოკრატიის ისტორიები სამოქალაქო ცნობიერებისათვის" ფარგლებში, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)