სამცხე–ჯავახეთი. კონკურსი ორიენტირებულია სამოქალაქო კლუბის წევრებზე. მსურველებს შეუძლიათ წარადგინონ პროექტები 8 ოქტომბრამდე სხვადასხვა მიმართულებით.
კერძოდ, ბიზნეს-სექტორის ჩართვა ახალგაზრდებისათვის აქტუალური პრობლემების მოგვარებაში; ახალგაზრდების მედიასთან თანამშრომლობა; სკოლის თუ თემის პრობლემების მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით; მოსწავლეთა თვითმმართველობის, ან სასკოლო სამოქალაქო კლუბების გაძლიერება; ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ადამიანთა უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა; სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია; ინტეგრაციის ხელშეწყობა (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, იძულებით გადაადგილებულები და ა.შ.), ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ადვოკატირება, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
კონკურსის გამოცხადებამდე ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა, სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის, უზრუნველყო ტრენინგები პროექტების წერის უნარ-ჩვევების გასავითარებლად.