თბილისი. „ჯამპსტარტ ჯორჯიამ" გამოაქვეყნა ახალი ინფოგრაფიკა: „იძებნება მოხალისეობა". 135 ქვეყანას შორის საქართველო არის 68–ე იმ მოსახლეობის წილის მიხედვით, ვისაც ბოლო თვეში მოხალისეობრივი სამუშაო შეუსრულებია.
„კავკასიის ბარომეტრის 2013 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 81% არ ყოფილა მოხალისე ბოლო 6 თვის მანძილზე, ხოლო საქარველოში მოქმედი ორგანიზაციებიდან მხოლოდ 3.3% ცდილობს საკუთარ საქმიანობაში მოხალისეების ჩართვას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე..
„ჯამპსტარტ ჯორჯიამ" ვიზუალურად გამოსახა, თუ რა ეკონომიკური სარგებელი ახლავს თან ქვეყანაში მოხალისეობის განვითარებას.
წყარო: feradi.info