en
ge

გამჭვირვალობის ბლოგპოსტი თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა ბლოგპოსტი: „„ხელისუფლება არ რეაგირებს თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივ დეკლარაციებში შესატანი ინფორმაციის დაფარვაზე". ორგანიზაციამ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ყურადღება გაამახვილა შემთხვევებზე, როდესაც პარლამენტარებს ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული არ ჰქონდათ წილის ფლობა სხვადასხვა კერძო კომპანიაში.
17 თებერვალს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში ნათქვამია: „...მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება მედიაშიც. მაგალითად, 16 თებერვალს ტელეკომპანიამ რუსთავი-2 გადასცა სიუჟეტი თბილისის საკრებულოს თავმდჯომარის ქონებრივ დეკლარაციაში გამოტოვებული ინფორმაციის თაობაზე..."
ორგანიზაცია წუხს, რომ „აღნიშნული შემთხვევები მორიგი დასტურია იმისა, რომ ... ხდება კანონის მოთხოვნათა სრული იგნორირება, რის შედეგადაც საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა პრაქტიკაში მეტწილად ეფექტიანად არ ხორციელდება. .."
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)