en
ge

„დავასუფთავოთ მსოფლიო - დავასუფთავოთ საქართველო’“

სამცხე–ჯავახეთი. 14 სექტემბერს ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო კლუბების, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და  ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით, აქციის ფარგლებში  - „დავასუფთავოთ მსოფლიო – დავასუფთავოთ საქართველო"  ერთობლივი დასუფთავების აქცია მოეწყო.
„დასუფთავების აქციაში მონაწილეობა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.  მოსახლეობა პასუხისმგებელია  იცხოვროს სუფთა გარემოში, რაც ჯანსაღი გარემოს შექმნის აუცილებელი პირობაა", - ამ შინაარსის შემცველი ბუკლეტები,  საყოველთაო დასუფთავების დღეს, სამოქალაქო კლუბის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს და აქციაში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა  უბანი  დაასუფთავეს.  
აქცია სამ დღეს გაგრძელდება. მას ახალციხის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური შეუერთდა, მისმა თანამშრომლებმა შეგროვილი ნარჩენები მანქანით გაიტანეს.
კამპანია „დავასუფთავოთ მსოფლიო" გაეროს ეგიდით და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ხელმძღვანელობით, ყოველწლიურად სექტემბრის თვეში ტარდება და მასში ჩართულ 130 ქვეყნის  35 მილიონამდე მოქალაქეს შორის საქართველო აქტიურად მონაწილეობს. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)