en
ge

საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოს შესახებ

თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ საყდრისი–ყაჩაღიანის საბადოს შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ხაზგასმულია საბადოს აღმოჩენის, არქეოლოგიური სამუშაოებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიმართავენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
„საყდრისი-ყაჩაღიანის მაღარო არის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა. შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს დაუყონებლივ მკვეთრად და საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი და სამინისტროს პოზიცია საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით, გაიზიაროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული სექციის რეკომენდაცია, ასევე საზოგადოების მაღალი ინტერესი და მოთხოვნა, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო წრეების რჩევა, საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენის შესახებ და ხელი შეუწყოს ძეგლზე საერთაშორისო კვლევების გაგრძელებას", აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ასევე მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლობებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ , რათა გაითვალისწინონ „საყდრისი-ყაჩაღიანის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და გამომდინარე დღევანდელი საგანგაშო მდგომარეობიდან მოახდინონ მყისიერი რეაგირება ობიექტის გადასარჩენად".
განცხადებას თან ერთის საერთაშორისო ექსპერტების და სპეციალისტები წერილები.
სრულად
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023