თბილისი. დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენუტრი სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA)ორგანიზებით იმართება „სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია". მასში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტიდან, ყაზახეთის ყარაგანდის უნივერსიტეტიდან და ჩეხეთის ჩარლზის უნივერვიტეტიდან.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიპლომამდელ, PhD სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მედიცინის, ფარმაციისა და ბიომედიცინასთან დაკავშირებული ყველა ფაკულტეტიდან. კონფერენციაზე განიხილება თანამედროვე მედიცინის, ბიომედიცინისა და ჯანდაცვის აქტუალური საკითხები. წარდგენილი თემები უნდა იყოს კლინიკური ან ექსპერიმენტალური.
წყარო:ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში